Terms of service

მომსახურების პირობები

ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ფსიქოლოგ ანა არველაძის ვებგვერდისა და ციფრული ტრენინგების სერვისების გამოყენების წესებს. ვებსაიტით სარგებლობა და კურსის შეძენა ნიშნავს, რომ ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მათ.


🔹 მომსახურების აღწერა

ვებგვერდი გთავაზობთ ფსიქოლოგ ანა არველაძის მიერ შექმნილ ციფრულ ტრენინგებსა და კურსებს, მათ შორის ვიდეო ლექციებს, ონლაინ მასალებს და ცოცხალ (ლაივ) შეხვედრებს. ყველა სერვისი მიწოდება ხდება ციფრულ ფორმატში და არ გულისხმობს ფიზიკურ პროდუქციას ან მიწოდებას. 

მერჩანტის დასახელება : ააიპ უზნაძის მაღალ-შედეგიანობის ფსიქოლოგიის უნივერსიტეტი. საიდ. კოდი 405704938


🔹 შეძენისა და წვდომის პირობები

  • სერვისის შეძენისას მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს სანდო საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი.

  • გადახდის შემდეგ მომხმარებელს ელ.ფოსტაზე ეგზავნება ინსტრუქცია და ინფორმაცია ტრენინგზე წვდომის შესახებ.

  • არაუგვიანეს 1 სამუშაო დღის განმავლობაში, მომხმარებელი დაემატება დახურულ Telegram ჯგუფში, სადაც განთავსებულია შესაბამისი მასალები და ინფორმაცია ლაივ სესიებზე.


🔹 გადახდა

გადახდა ხდება წინასწარ, ვებგვერდზე ხელმისაწვდომი უსაფრთხო მეთოდებით. გადახდის დადასტურების შემდეგ იწყება წვდომის მიწოდების პროცესი. გადახდა ხორციელდება საქართველოს ეროვნული საბანკო სისტემის მიხედვით ლარში.


🔹 დაბრუნების პოლიტიკა

მომსახურება არის ციფრული ფორმატის და მიეწოდება კონკრეტულ მომხმარებელს. თანხის დაბრუნება ჩვეულებრივ არ ხდება, გარდა შემდეგი გამონაკლისი შემთხვევებისა:

  • თუ მომხმარებელი ვერ დაემატა Telegram ჯგუფში;

  • თუ ტრენინგი გაუქმდა ორგანიზატორის მხრიდან.
    დაწვრილებით იხილეთ Return and Refund Policy გვერდი.


🔹 მომხმარებლის ვალდებულებები

მომხმარებელი ვალდებულია:

  • გამოიყენოს სერვისი მხოლოდ პირადი, არაკომერციული მიზნებისთვის;

  • არ გაავრცელოს მიღებული მასალები, ბმულები ან ვიდეოები მესამე პირებთან;

  • არ დაარღვიოს ჯგუფის შიდა წესები ან ეთიკური ნორმები.
    წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეწყვიტოს მომხმარებლის წვდომა შეტყობინების გარეშე.


🔹 ინტელექტუალური საკუთრება

ვებგვერდზე და ტრენინგებში წარმოდგენილი ყველა მასალა (ვიდეო, ტექსტი, პრეზენტაცია, დიზაინი და სხვ.) წარმოადგენს ანა არველაძის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია საავტორო უფლებებით. მათი კოპირება, გადაცემა ან რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია ავტორის წერილობითი ნებართვის გარეშე.


🔹 სერვისის ცვლილებები და შეწყვეტა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს შევცვალოთ, განვაახლოთ ან დროებით შევწყვიტოთ ნებისმიერი სერვისის მიწოდება ტექნიკური, ადმინისტრაციული ან შინაარსობრივი მიზეზით. ასეთი ცვლილებების შემთხვევაში მომხმარებლები მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტით.


🔹 პირობების განახლება

მომსახურების პირობები შესაძლოა პერიოდულად განახლდეს. ახალი პირობები ავტომატურად ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. გირჩევთ, რეგულარულად გადაამოწმოთ პირობები საიტზე.


🔹 პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ტრენინგები შექმნილია საგანმანათლებლო და განვითარებისთვის. ისინი არ წარმოადგენს სამედიცინო ან ფსიქოთერაპიულ მომსახურებას. პასუხისმგებლობა კურსის შინაარსის გამოყენებაზე ეკისრება მხოლოდ მომხმარებელს.


📩 საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი შეკითხვის, დახმარების ან სერვისთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ელ. ფოსტა: Info@anaarveladze.com
ტელეფონი: +995 592 36 26 26
სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 18:00